eZo New Year Marathon

Dec 31 / Thu

ეზოს საახალწლო ზეიმი ყოველთვის განსაკუთრებულია ჩვენთვის, როგორც წესი, ამინდიც მეტად გვწყალობს და ალბათ, ზაფხულის წვიმების ვალს გვიბრუნებს ხოლმე ვარსკვლავებიან ღამედ და დილის მზის სხივებად.

მომთაბარეობაში წლების გამოცდილებამ ახალი ადგილების აღმოჩენაში დაგვახელოვნა და ისევ მივაგენით სივრცეს, სადაც ჯერ არ ყოფილხართ, ჯერ არავის შეუვლია ხელი და თუკი ვინმეს უნახავს, ვერც წარმოიდგენდა, რომ ასეთი გარდასახვა იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ეზო ხომ საახალწლო ჯადოქრობისთვის ემზადება!

გელოდებით 31 დეკემბრის 23:00დან
მისამართი: გაბრიელ სალოსის 2, შესახვევი 1, თბილისი 0144

ბილეთები

I კალათა - 50₾
II კალათა - 70₾
III კალათა - 90₾
კარზე - 110₾

ბილეთები